კობა ლურსმანაშვილმა 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო

09/04/2017

ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარმა დეპუტატმა,კობა ლურსმანაშვილმა, 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო და პატივი მიაგო დაღუპულთა ხსოვნას. კობა ლურსმანაშვილმა, გაიხსენა ის მძიმე პერიოდი,რომელიც ჩვენმა სამშობლომ გადაიტანა და ხაზგასმითა აღნიშნა, რომ ,,1989 წლის 9 აპრილი საქართველოს ისტორიაში წითელი კალმით ჩაიწერა. როგორც მაჟორიტარმა დეპუტატმა აღნიშნა, ეს იყო დღე, როცა ყველა ქართველი ერთი მიზნის გარშემო იყო გაერთიანებული და შედეგსაც მიაღწია.ზუსტად ორი წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა. 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული ღამიდან უკვე 28 წელი გავიდა. ამ საშინელ თარიღსა და დაღუპულ თანამემამულეებს ქართველები მუდამ დიდი გულისტკივილითა და ცრემლმორეული თვალებით ვიხსენებთ. სწორედ ამ დღეს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მაშინდელი მთავრობის სასახლის წინ წითელმა არმიამ და შინაგანმა ჯარმა მშვიდობიანი მიტინგი სასანგრე ნიჩბების, ხელკეტებისა და გაზის გამოყენებით დაარბია. იყო უამრავი დაშავებული, 21 მოკლული, მათ შორის ერთი ჩვენი რაიონის მკვიდრი, ელისო ჭიპაშვილი. დემონსტრაციის მონაწილეთა უმთავრესი მოთხოვნა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა და საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან გამოსლვა იყო.’’

Tweet about this on TwitterShare on Facebook0