კობიაანთ დასახლებასთან დამაკავშირებელი ახალი ხიდის გაიხსნა

03/05/2019

ქალაქ დუშეთში გაიხსნა კობიაანთ დასახლებასთან დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო ხიდი, რომლის გახსნაშიც ადგილობრივ მოსახლეებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს: დუშეთის, ყაზბეგისა და თიანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ სეხნიაშვილმა და მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ.
ხიდი 2018 წლის ივნისის ძლიერი წვიმების შედეგად დუშეთის ხევზე მოვარდნილმა ღვარცოფმა დააზიანა და ამის გამო 2019 წლის აპრილამდე ადგილობრივ მოსახლეობას შეზღუდული ჰქონდა გადაადგილება.
სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებისათვის, საქართველოს მთავრობის 2018 წლის 17 აგვისტოს N1622 განკარგულებით გამოიყო შესაბამისი თანხა, რომლის ფარგლებშიც აშენდა 15 მ სიგრძის და 9.2 მ სიგანის ხიდი.
ხიდზე მოეწყო ტროტუარები, მანქანის სავალი ნაწილი, ხიდის შესასვლელთან – მონოლითური რკინაბეტონის საყრდენი კედლები და დამცავი გაბიონები, ხოლო ხევის კალაპოტში – რკინაბეტონის ფილები და წყალმომცილებელი დამბები.
შპს „ზიმო“-ს მიერ შესრულებული პროექტის ღირებულება 472 515 ლარს შეადგენს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0