კოდისწყაროსა და ლამისყანის გზების რეაბილიტაცია დასრულდა

02/08/2017

კასპის მუნიციპალიტეტის სოფლების, კოდისწყაროსა და ლამისყანის გზის რეაბილიტირების სამუშაოები დასრულდა. ახლად მოასფალტებული გზები შიდა ქართლის გუბერნატორმა, კახა სამხარაძემ, კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, გოჩა გოშიტაშვილმა და კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ირაკლი მეზურნიშვილმა გახსნეს. ორივე პროექტის საერთო ღირებულებამ მილიონ 150 000 ლარამდე შეადგინა და რეგიონალური განვითარების ფონდიდან დაფინანსდა. გუბენატორის თქმით სამშენებლო სამუშაოები გეგმის ფარგლებში მიმდინარეობა, დროულად დასრულდა და ხარისხი დამკმაყოფილებელია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0