კოდისწყაროს გზის რეაბილიტაცია დასრულდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კოდისწყაროში – კოდისწყაროსა და სენაკი-ლესელიძე ჩქაროსნულ მაგისტრალთან დამაკავშირებელი – მოასფალტებული გზა საქართველოს პარლამენტში კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი მეზურნიშვილმა, შიდა ქართლის მხარის გუბერნატორმა კახა სამხარაძემ და მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა გოჩიტაშვილმა გახსნა.
გზის მოასფალტების სამუშაოები, რომლის სიგრძეც 2 400 გრძივი მეტრია, „საგზაო სამშენებლო სამმართველო #1“ – მა შეასრულა. პროექტი დაფინანსებულია რეგიონების განვითარების ფონდიდან, პროექტის სამუშაოების ღირებულება 683 553 ლარი, ხოლო საგარანტიო ვადა 2 წელია.
აღნიშნული გზით კოდისწყაროს გარდა, გამყოფი ხაზისპირა სოფლების ყარაფილას, სარიბარის და ზადიაანთკარის მოსახლეობა ისარგებლებს. ადგილობრივი მოსახლეობამ მადლობა გადაუხადა რეგიონალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას დახრამული, ნალექის დროს ტალახის და საფრთხის შემცველი გზის რეაბილიტაციისათვის.

Visited 224 times, 1 visit(s) today