ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ ,,სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრი“-ს დაქვემდებარებაში შემავალი კოკის საბავშვო ბაღის საძინებელი ოთახი მოეწყო, რომელიც დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საგრანტო კონკურსში მოპოვებული გრანტით განხორციელდა.
საგრანტო კონკურსში 10 000 ლარამდე თანხით, კოკის საბავშვო ბაღთან ერთად დარჩელის, ოქტომბერის, დიდინეძის, ახალკახათის, კორცხელის, ინგირის N1 და ორსანტიის ბაღებიც დაფინანსდნენ.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია საბავშვო ბაღების ეზოს კეთილმოწყობა, საბავშო საწოლების შეძენა და ბიბლიოთეკის ოთახის მოწყობა. პროექტის მხარდამჭერებია გაერთიანებული ერების სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა.