კომპანია “ტავ ჯორჯია” განცხადებას ავრცელებს

10/08/2017

10 აგვისტოს, ღამის 02:00 საათზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის საავიაციო საკომუნიკაციო ქსელის შემომავალ არხში სისტემური პრობლემა დაფიქსირდა, რის გამოც მგზავრთა სარეგისტრაციო სისტემის მომსახურება შეზღუდულად მიეწოდებოდა ავიაკომპანიების ნაწილს. აღნიშნული პრობლემის შედეგად 02:00-დან 09:00 საათამდე დაგეგმილი 22 რეისიდან 7 დაგვიანებით შესრულდა. რეისის დაგვიანების მაქსიმალური დრო 1სთ და 20 წუთი იყო. პრობლემის აღმოფხვრის მიზნით ტავ ჯორჯიას IT სამსახური დაუვაკშირდა კანადაში, მონრეალში გლობალური საავიაციო საკომუნიაციო სისტემის SITA-ს სათაო ოფისს. ამ ეტაპზე ყველა ავიაკომპანია რეისებს შეფერხების-დაგვიანების გარეშე ასრულებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0