კომპანია “ქართველმა” საზოგადოებას ახალი ქართული ბრენდი – “მოცეკვავე ღვინო” წარუდგინა

04/05/2017

კომპანია “ქართველმა” საზოგადოებას ახალი ქართული ბრენდი- “მოცეკვავე ღვინო” წარუდგინა. ღვინის თითოეულ ბოთლზე დატანილი QR კოდის მეშვებობით, შესაძლებელია კომპანიის YOUTUBE არხზე გადასვლა, სადაც განთავსებულია ქართული კულტურისა და ტრადიციების ამსახველი ვიდეორგოლები.
“მოცეკვავე ღვინის” პრეზენტაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო. პრემიერმა კომპანია “ქართველს”, რომელიც ანსამბ “ქართული ხმების” წევრებმა დააარსეს, წარმატებები უსურვა.
“როდესაც ძალიან გიყვარს ქართული ხელოვნება და მას ასეთ მაღალ დონეზე წარადგენ მთელი მსოფლიოს წინაშე, შეუძლებელია წარმატება არ ჰქონდეს ახალ წამოწყებას. გილოცავთ! მიხარია, რომ ანსამბლმა “ქართული ხმები” ერთ-ერთმა პირველმა იზეიმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის ამოქმედება, ჩვენ ერთად ვიმოგზაურეთ ევროპაში უვიზოდ. დღეს ვზეიმობთ ლამაზი სახელწოდების ახალი ქართული ბრენდის შექმნას. შეუძლებელია კარგ ადამიანებს კარგი საქმე არ გამოუვიდეთ, ასე რომ კიდევ ერთხელ გისურვებთ დიდ წარმატებებს! “-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0