კომპანია „ქოლუმბია შიპმენეჯმენტი“ (CSM) საკრუიზო გემებზე საქართველოს მოქალაქეებს დაასაქმებს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და კომპანია „ქოლუმბია შიპმენეჯმენტის“ შეთანხმების თანახმად, კომპანია საქართველოს მოქალაქეებს საკრუიზო გემებზე დაასაქმებს.
პირველ ეტაპზე იგეგმება 18-დან 40 წლამდე 50 ადამიანის დასაქმება ბარმენის, მიმტანის და „ჰაუს-ქიპერი“-ს პოზიციებზე, მინიმალური ანაზღაურება 800 ევროს შეადგენს. ამასთან, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო უზრუნველყოფს შერჩეული 20 გოგონასთვის გემზე უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საბაზისო წვრთნის და პერსონალის მომზადების უფასო კურსებს. დასაქმებისთვის ძირითადი მოთხოვნაა საკომუნიკაციო დონეზე ინგლისური ენის ცოდნა. უპირატესობა მიენიჭება გამოცდილების მქონე პირებს. შერჩეული კანდიდატები მეორე ეტაპზე „ქოლუმბია შიპმენეჯმენტი“-ს წარმომადგენლებთან გაივლიან გასაუბრებას.

Visited 146 times, 1 visit(s) today