კომპანია RMG-მ გარემოსდაცვითი პროგრამის პრეზენტაცია გამართა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სასტუმრო “თბილისი რუმსში“ RMG – ის წარმომადგენლებმა გარემოსდაცვითი პროგრამის პრეზენტაცია წარმოადგინეს, რომელსაც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილეები მაია ბითაძე და სოლომონ პავლიაშვილი ესწრებოდნენ.
კომპანიამ გარემოსდაცვით პროგრამაზე მუშაობა 2016 წელს დაიწყო. გამოცხადდა ტენდერი და შერჩეულ იქნა საერთაშორისო კომპანია „Golder Associates”, რომლის ექსპერტთა ჯგუფმა საფუძვლიანად შეისწავლა, როგორც კომპანიის დოკუმენტაცია, ასევე ადგილზე გაეცნო კომპანიის საწარმოო ობიექტებზე არსებულ მდგომარეობას.
როგორც ცნობილია, „Golder Associates”-ის მიერ გაწეული სამუშაოს შედეგად შემუშავდა კონკრეტული გარემოსდაცვითი პროგრამა, რომლის განხორციელება კომპანია RMG – ს პრიორიტეტია.
RMG – ს გარემოსდაცვითი პროგრამის პრეზენტაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, გარემოს ეროვნული სააგენტოს, ეროვნული სატყეო სააგენტოსა და გარემოსდაცვით თემებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

Visited 142 times, 1 visit(s) today