კონკრეტული ძალები იმავე ინსტრუმენტს, იმავე ფაქტორს იყენებენ ჰომოფობიური და ანტიდასავლური განწყობების გასაღვივებლად

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ირაკლი კობახიძემ კონსტიტუციაში ქორწინების დეფინიციასთან დაკავშირებულ ჩანაწერზე კომენტარი გააკეთა.
„ღრმად დარწმუნებული ვართ იმაში, რომ ეს ახალი რეგულაცია მოსპობს ყოველგვარ საბაბს იმ ძალების მუშაობისთვის,რომლებიც ცდილობენ, ამ ფაქტორის გამოყენებით, გააღვივონ საქართველოში როგორც ჰომოფობიური, ისე ანტიდასავლური განწყობები“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ქორწინების დეფინიციასთან დაკავშირებულ ჩანაწერზე საუბრისას განაცხადა.
„ეს არ არის მარტო საქართველოს პრობლემა. არის არაერთი ქვეყანა, სადაც კონკრეტული ძალები იმავე ინსტრუმენტს, იმავე ფაქტორს იყენებენ ჰომოფობიური და ანტიდასავლური განწყობების გასაღვივებლად. ჩვენი ამოცანაა ამის შეჩერება და ვფიქრობთ, რომ დეფინიციის დაზუსტება კონსტიტუციის დონეზე მოსპობს ამ საბაბს და უზრუნველყოფს იმას, რომ საქართველოში არ გაღვივდეს როგორც ჰომოფობიური, ისე ანტიდასავლური განწყობები“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Visited 149 times, 1 visit(s) today