კონკრეტულმა ლიდერებმა უნდა ისწავლონ შეცდომებზე პასუხისმგებლობის აღება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

კონკრეტულმა ლიდერებმა უნდა ისწავლონ შეცდომებზე თავისი წილი პასუხისმგებლობის აღება, ნაცვლად სხვა ადამიანების პირით ჩემკენ ხელის გამოშვერისა, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს, რითაც სავარაუდოდ, დედაქალაქის ყოფილი მერის, გიგი უგულავას მიერ გამოქვეყნებულ წერილს ეხმაურება.როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, კატეგორიულად წინააღმდეგია, „ნებისმიერმა ჯგუფმა მოახდინოს პარტიის უზურპაცია და საკუთარ ინტერესებში გამოიყენოს ათეულობით ათასი აქტივისტის მრავალთვიანი თავგანწირვა და მუხლჩაუხრელი შრომა“.

„მე ვარ ყველაზე დიდი მომხრე შიდაპარტიული დემოკრატიის. კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ იმისა, რომ ნებისმიერმა ჯგუფმა მოახდინოს პარტიის უზურპაცია და საკუთარ ინტერესებში გამოიყენოს ათეულობით ათასი აქტივისტის მრავალთვიანი თავგანწირვა და მუხლჩაუხრელი შრომა. ჩემი წინადადებაა, დებატები არ შემოიფარგლოს მხოლოდ პოლიტსაბჭოს დახურულ კარს მიღმა შეხვედრებით. ჩვენ უნდა გავაანალიზოთ, თუ რატომ აღმოვჩნდით მოუმზადებელი, წინ აღვდგომოდით არჩევნების მასობრივ გაყალბებას, რატომ ვერ შევძელით ჩვენი პოზიციების უკეთ დაცვა ბოლო 4 წლის იდეოლოგიურ დებატებში და რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ახლა მაინც არ შევყვეთ ივანიშვილს მის მზაკვრულ თამაშში. კონკრეტულმა ლიდერებმა უნდა ისწავლონ შეცდომებზე თავისი წილი პასუხისმგებლობის აღება, ნაცვლად სხვა ადამიანების პირით ჩემკენ ხელის გამოშვერისა. მათ უნდა ისწავლონ, როგორ იყვნენ ნაკლებად ხისტი და მეტად თავმდაბალი, როგორ მოუსმინონ პარტიის წევრებს და, ზოგადად, ხალხს. მათ უნდა მოუსმინონ გულშემატკივართა კრიტიკას, ნაცვლად ადამიანების მიმართ ქედმაღლური დამოკიდებულების გამოვლენისა.

პატიმრობაში მყოფი დედაქალაქის მერი გიგი უგულავა აუცილებლად მიიჩნევს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ახალი თავმჯდომარე აირჩიოს.

”აუცილებელია, პარტიამ თავისუფალი კენჭისყრით, კონკურენტულ გარემოში ახალი თავმჯდომარე აირჩიოს… ნურავინ ჩათვლის ამას ღალატად, პირიქით, საერთო საქმის ღალატია ერთ წერტილში გაყინული ყოფნა, – ნათქვამია მერის გიგი უგულავას ღია წერილში, რომლითაც ის თანაპარტიელებსა და მხარდაჭერებს მიმართავს.
გავრცელებულ მიმართვაში უგულავა აღნიშნავს, რომ არა მხოლოდ პარტიის თავმჯდომარე უნდა ჰყავდეს პარტიას ახალი, არამედ ისიც მზადაა რომ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგეს, რათა მიეცეს შესაძლებლობა თბილისის აქტივს ახალი თავმჯდომარე აირჩიოს და მოემზადოს ადგილობრივი არჩევნებისთვის.
გიგი უგულავა წერილში ასევე განმარტავს, რომ მან არ იცის, თუ რას ფიქრობს სააკაშვილი მის ამ პოზიციაზე, თუმცა დარწმუნებულია, რომ სრულად გაიზიარებს.

Visited 142 times, 1 visit(s) today