კონკურსის „სუფთა რეგიონი“ 2018 წლის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

18/01/2019

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, ქ. თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით, ქ. თბილისის საკრებულოში „თამარ მეფის“ დარბაზში ჩატარდა პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო (ფაზა III)“ ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის „სუფთა რეგიონი“ გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონიალი.
კონკურსი გასული წლის მაისში გამოცხადდა და მიზანი იყო ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილიყო ყველაზე „სუფთა რეგიონი“, „სუფთა მუნიციპალიტეტი“, „სუფთა ქალაქი/დაბა“, „სუფთა სოფლი/თემი“, „სუფთა ქუჩა“, „ლამაზი ეზო“ და „ლამაზი აივანი“.
დაჯილდოების ცერემონიალში მონაწილეობა მიიღეს შვედეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოსა და სომხეთში ულრიკ ტიდესტრომმა, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ იური ნოზაძემ, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდიაშვილმა, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის კომიტეტის პირველმა მოადგილემ ზაზა ხუციშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ მარიკა დარჩიამ, პროექტის ფარგლებში შექმნილი კომისიისა და პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო ფაზა III“ განმახორციელებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.
კონკურსი პირველად 2015 წელს ჩატარდა სამ ნომინაციაში, რომელსაც 2017 წელს დაემატა კიდევ 2 ნომინაცია. ხოლო გასულ წელს გამოცხადებულ კონკურსში ნომინაციების რიცხვი გაიზარდა 7-მდე. კონკურსში მონაწილე რეგიონების, ქალაქების, მუნიციპალიტეტების, სოფლებისა და მოსახლეობის წარმომადგენლებს საკონკურსე პერიოდში საშუალება ჰქონდათ გადმოეგზავნათ ფოტო და ვიდეო მასალები საკუთარი საცხოვრებელი ადგილების შესახებ. კონკურსის ნომინაციებში გამარჯვებულების გამოვლენა მოხდა სპეციალურად კონკურსისთვის შექმნილი კომისიის (გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ჟურნალისტები) მიერ.

2018 წელის „სუფთა რეგიონის“ კონკურსის გამარჯვებულები არიან:
ნომინაციაში „სუფთა რეგიონი“ დასახელდა კახეთის რეგიონი – ჯილდო კახეთის სახელმწიფო-რწმუნებულს გუბერნატორს ირაკლი ქადაგიშვილს გადასცა, შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოსა და სომხეთში ულრიკ ტიდესტრომმა;

ნომინაციაში „სუფთა მუნიციპალიტეტი“ დასახელდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, ჯილდო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელს გიორგი შენგელიას გადასცა, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის კომიტეტის პირველმა მოადგილემ ზაზა ხუციშვილმა.
ნომინაციაში „სუფთა სოფელი“ დასახელდა სოფ. ჭორვილა (საჩხერე), ჯილდო სოფლის წარმომადგენელს გადასცა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა.

ნომინაციაში „ლამაზი აივანი“ დასახელდა ფატმან გრიგოლავას სახლის აივანი (ქ. ქუთაისი), რომელსაც ჯილდო გადასცა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ მარიკა დარჩიამ (ნომინაციის ავტორი).

ნომინაცია „სუფთ ქუჩა“ არ გამოვლენილა

ნომინაციაში – „ლამაზი ეზო“ გამოვლინდა 3 პირველი ადგილი:

ნომინაცია (კერძო) “ლამაზი ეზო” დასახელდა აკაკი გედენის ეზო (ხონის მუნიციპალიტეტი), რომელსაც ჯილდო გადასცა ქ.თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი კუხიანიძემ.

ნომინაციაში „კორპუსის ეზო“ დასახელდა ქ. ზუგდიდში, ქუჯის ქუჩაზე მდებარე ერთერთი კორპუსის ეზო, ჯილდო კორპუსის წარმომადგენელს გადასცა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამსახურის უფროსმმა ალვერდ ჩანქსელიანმა.

ნომინაციაში „იურიდიული პირის ეზო“ დასახელდა ღვინის კომპანია GWS -ის ეზო (თელავი), ჯილდო GWS-ს წარმომადგენელს ადმისტრაციული სამსახურის უფროსს მაკა ნაცვლიშვილს გადასცა გადასცა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამსახურის უფროსმმა ალვერდ ჩანქსელიანმა.

კომისიის გადაწყვეტილებით წამახალისებელი სიგელები გადაეცა:
ნომინაციაში „სუფთა მუნიციპალიტეტი“ დასახელდა ხარაგაულისა და საჩხერის მუნიციპალიტეტები, სიგელი მუნიციპალიტეტების წარმომადგნლებს გადასცა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ იური ნოზაძემ (შერჩევითი კომისიის თავმჯდომარე).

ნომინაციაში „სუფთა სოფელი“ დასახელდა სოფელი შორაპანი (ზესტაფონი მუნიციპალიტეტი) და სოფელი ობჩა (ბაღდადის მუნიციპალიტეტი), რომლებსაც სიგელები გადასცეს პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო ფაზა III“ განმახორციელებელი კონსორციუმის წევრებმა მაკა ქიმერიძემ (საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“) და ელენე ლოლაძემ (“ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა”).
ნომინაციაში „ლამაზი ეზო“ დასახელდა რამაზ კიკვაძისა (ქ. წყალტუბო) და ნონა ომარაშვილის (ქ. მცხეთა) ეზო, რომლებსაც სიგელები გადასცა ქ. თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი კუხიანიძემ.

ასევე, კონკურსის ფარგლებში სიგელები გადაეცა:
ქ. ქობულეთის მერიას (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა) „პლაჟის საუკეთესო დასუფთავებისთვის“, სიგელი მუნიციპალიტეტის წარმომადგენელს გადასცა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამსახურის უფროსმმა ალვერდ ჩანქსელიანმა.
ქვ. ქართლის საპატრულო პოლიციის უფროსს კახა ბუხრაძეს, რომელსაც სიგელი გადასცა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ იური ნოზაძემ (შერჩევითი კომისიის თავმჯდომარე).
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების გარემოსდაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეაგირების განყოფილების უფროსს – დავით ასლამაზიშვილს, რომელსაც სიგელი გადასცა საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის კომიტეტის პირველმა მოადგილემ ზაზა ხუციშვილმა.
„სუფთა რეგიონის“ კონკურსის დაჯილდოების ღონისძიებაზე, ასევე აღინიშნა, რომ განსაკუთებული აქტივობისთვის სიგელი გადაეცემა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის რწმუნებულს დაბა ურეკში დავით რობაქიძეს და ოზურგეთის საკრებულოს წევრს გოჩა მდინარაძეს, 15 სექტემბრის დასუფთავების აქციის ორგანიზებისათვის.
პროექტი ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან და საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან, ასევე საქართველოსრეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0