კონსტიტუციიის პირველი თავი ოთხ ძირითად პრინციპს დაეთმობა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიიის პირველ სხდომაზე, რომელიც ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში გაიმართა, პარლამენტის თავმჯდომარემ იმერეთის მოსახლეობას კონსტიტუციური პროექტის ახალი რედაქცია თავების მიხედვით გააცნო და იმ მნიშვნელოვან ცვლილებებზე ისაუბრა, რომელიც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ ოთხთვიანი მუსაობის შედეგად მოამზადა.
„კონსტიტუციის პირველ თავში მნიშვნელოვანი ცვლილებებია შეტანილი და ოთხი ფუნდამენტური პრინციპი გამოტანილი. ეს არის დემოკრატიის, სამართლებრივი სახელმწიფოს, სოციალური სახელმწიფოს და ეკონომიკური თავისუფლების პრინციპები. უნდა აღინიშნოს, რომ ეს პრინციპები, ერთგავარად, ჩაკარგული იყო კონსტიტუციის პრეამბულაში და დღეს ხდება ამ ოთხი პრინციპის გაცოცხლება. თვითოეული პრინციპს დაეთმობა სპეციალური მუხლი, რაც კონსტიტუციის დონეზე თვითოეული პრინციპის გამყარებას უზრუნველყოფს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

Visited 132 times, 1 visit(s) today