კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტის საყოველთაო – სახალხო განხილვის პროცესი საპარლამენტო დედაქალაქიდან დაიწყო

05/05/2017

საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტის საყოველთაო – სახალხო განხილვის პროცესი საპარლამენტო დედაქალაქიდან დაიწყო. 9 წევრისაგან შემდგარმა საორგანიზაციო კომისიამ, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში შეკრებილ მოქალაქეებს ყველა დადგეგმილი ცვლილების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. უმრავლესობის, ოპოზიციისა და არსამთავრობო სექტორისგან დაკომპლექტებულ კომისიას პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს.
კონსტიტუციის პროექტის განხილვას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, მოადგილე გიორგი ჭიღვარია, ქუთაისის მერი შოთა მურღულია და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.
კონსტიტუციის ცვლილებების კანონპროექტის განხილვის ეს ეტაპი საზოგადოებაში გამოთქმული მოსაზრებების გაზიარებასა და პროექტში ასახვას გულისხმობს.
საორგანიზაციო კომისიის გასვლითი სხდომები 11 დღის განმავლობაში საქართვლოს ყველა რეგიონში ჩატარდება და 15 მაისს თბილისში დასრულდება. მაისის ბოლოს კი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე მსჯელობა პარლამენტში განახლდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0