კონსტიტუციის პროექტის სახალხო განხილვა ათ ქალაქში გაიმართება

16/05/2017

„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონპროექტების გამოქვეყნებისა და მათი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიამ გაფართოებული სხდომა გამართა. კომისიის წევრების გადაწყვეტილებით, კონსტიტუციურ კანონპროექტებზე საყოველთაო-სახალხო განხილვა გაგრძელდება და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გაიმართება. რეგიონების მიხედვით შემდეგი ქალაქები შეირჩა: იმერეთი – ზესტაფონი და სამტრედია; კახეთი – სიღნაღი; აჭარა – ხულო; ქვემო ქართლი – მარნეული; სამცხე-ჯავახეთი – ახალქალაქი; გურია – ოზურგეთი; სვანეთი – მესტია; მცხეთა-მთიანეთი – ყაზბეგი. მაისის ბოლომდე თბილისის მასშტაბით ათი სხვადასხვა შეხვედრის გამართვა იგეგმება. პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, განხილვების ფორმატში შეხვედრები პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან, უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტ-პროფესურასთან და სხვადასხვა სოციალური წრეების წარმომადგენლებთან გაიმართება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0