კონსტიტუციური კანონის პროექტის პირველი მოსმენა ვენეციის კომისიის პლენარული სხდომის შემდეგ გაიმართება

07/06/2017

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, კონსტიტუციური კანონის პროექტის პირველი მოსმენა ვენეციის კომისიის პლენარული სხდომის შემდეგ გაიმართება.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე განაცხადა, რომ ხელისუფლება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის, ბრიჯიტ ბრინკის მოწოდებას ითვალისწინებს. ბრიჯიტ ბრინკმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციები გაითვალისწინოს.
„რასაც ქალბატონი ბრიჯიტ ბრინკი ამბობს, ზუსტად ამას ვაკეთებთ. სწორედ ამიტომ გადაიდო პირველი მოსმენა. ჯერ ველოდებით ვენეციის კომისიის დასკვნას და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღება დოკუმენტი პირველი მოსმენით. ეს არის ზუსტად ის, რაც იყო ჩვენი ამოცანა. ზუსტად ამის გამო გადავწიეთ პირველი მოსმენა. პირველი მოსმენა გაიმართება მას შემდეგ, რაც ჩატარდება პლენარული სხდომა ვენეციაში, 16 ივნისს. ეს იყო ჩვენი პრინციპული გადაწყვეტილება და ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა იმისთვის, რომ სრულად იყოს შეჯერებული პოზიციები დოკუმენტთან დაკავშირებით“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0