კონსტიტუციური კანონის პროექტის მესამე მოსმენით განხილვა მომავალ კვირას გაიმართება

23/09/2017

„თარიღი დაზუსტდება, მაგრამ, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში შედგება მესამე მოსმენა საქართველოს პარლამენტში, კენჭი ეყრება მესამე მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებებს და ამით დასრულდება საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებული პროცედურა. თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ იმას, რაც ითქვა გუშინ: ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ახლა შეუძლებელია არასარედაქციო ცვლილებების შეტანა კონსტიტუციაში. აქედან გამომდინარე, ავიღეთ ვალდებულება, რომ ინიციატივის წესით შემოვიტანოთ ახალი პროექტი, რომლითაც გაუქმდება ე.წ. ბონუსის სისტემა და ერთჯერადად შენარჩუნდება 3%-იანი ბარიერის პირობებში, ბლოკები მომდევნო არჩევნებისთვის. შესაბამისი კანონპროექტი შევა პარლამენტში და ეს იქნება მიღებული შესაბამის ვადებში“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე, სადაც ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნის შესახებ ისაუბრა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0