კონსტიტუციურ მონარქიაზე ქილიკი არის უბრალოდ დიდი უკულტურობა და არასერიოზულობა

22/06/2017

კონსტიტუციურ მონარქიაზე ქილიკი არის უბრალოდ დიდი უკულტურობა და არასერიოზულობა, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, სადაც კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებები პირველი მოსმენით განიხილეს.
ბესელიას თქმით, მას მოსწონს ღია გამოკითხვის ნებისმიერი ფორმა და ამიტომ განაცხადა, რომ საკონსტიტუციო მონარქიასთან დაკავშირებით პლებისციტის ჩატარება შესაძლებელია.
”კონსტიტუციურ მონარქიაზე ქილიკი არის უბრალოდ დიდი უკულტურობა და არასერიოზულობა. ვისაც უნდა გააგრძელოს ეს ქილიკი. მე არ ვფიქრობ, რომ ეს საქილიკო თემაა. მიმაჩნია, რომ ამ თემაზე როგორი განსხვავებული და პოლარიზებულიც არ უნდა იყოს აზრები, მსჯელობად, განსჯად, დებატებად, განხილვად, დისკუსიებად ღირს და რაც მთავარია, ეს მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს.
“ასეთი ტიპის ცვლილება, რომელიც ცვლის პოლიტიკურ სისტემას და მთლიან მოდელს, დიახ, ხალხმა უნდა გადაწყვიტოს”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0