კონფერენცია „ახალშობილთა სმენის საყოველთაო სკრინინგი საქართველოში“გაიმართა

15/11/2017

„ახალშობილთა სმენის საყოველთაო სკრინინგი საქართველოში“ – ამ სახელწოდების კონფერენცია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ბერძულმა გახსნა.
შეხვედრის ფარგლებში ახალშობილთა სმენის უნივერსალური სკრინინგის დანერგვის პროცესში მოსალოდნელი გამოწვევები განიხილეს და ამ მიმართულებით არსებულ საერთაშორისო გამოცდილებას გაეცნენ. შეხვედრის დასკვნითი ნაწილი დისკუსიის რეჟიმში წარიმართა.
ღონისძიებაში ევროკავშირის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
ახალშობილთა სმენის საყოველთაო სკრინინგი 2017 წლის 1 მარტიდან პერინატალური სერვისის მიმწოდებელ თითოეულ დაწესებულებაში ხორციელდება.
ღონისძიება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სმენადაქვეითებულ ბავშვთა ჯანმრთელობის უფლების ხელშეწყობა“ ფარგლებში ჩატარდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0