კონფერენცია რეგიონული განვითარების მიღწევებსა და გამოწვევებზე

21/04/2016

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ორგანიზებითა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისისა (SCO) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADC) ხელშეწყობით რეგიონების განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე კონფერენცია გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში მოეწყო საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2013-2016 წლებში დამტკიცებული პროექტების პრეზენტაცია. აღნიშნული პრეზენტაცია მინისტრის მოადგილემ თენგიზ შერგელაშვილმა წარმოადგინა. კონფერენციის ფარგლებშივე გაიმართა რეგიონებში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების ამსახველი ფოტო-გამოფენა.
ღონისძიება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა გახსნა. დამსწრე საზოგადოებას, ასევე, მიესალმა გაეროს მუდმივი კოორდინატორი და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ნილს სკოტი. კონფერენციას საქართველოს მთავრობის, ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო რეგიონების განვითარებაზე, რეგიონული უთანაბრობის დაძლევაზე ზრუნვას აქტიურად განაგრძობს. ამის დასტურია რეგიონული განვითარებისა და დეცენტრალიზაციის რეფორმის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებები, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის თვალსაზრისით შესრულებული სამუშაოები, ახლად მიღებული მთის განვითარების კანონი და ა.შ
კონფერენციის მიზანი საზოგადოებისათვის იმ მიმდინარე სამუშაოებისა და შედეგების გაცნობა გახლდათ, რომელსაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო თვითმმართველობის რეფორმირების, ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებისა და დეცენტრალიზაციის კუთხით ატარებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0