კორბოულში ჩიჩინას გორაზე არსებულ შინმოუსვლელთა მემორიალს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

23/06/2017

სოფელ კორბოულში ჩიჩინას გორაზე არსებულ შინმოუსვლელთა მემორიალს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. სამუშაოს შ.პ.ს. “გაბინი” 4 841 ლარად შეასრულებს. თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა.
სარეაბილიტაციო სამუშაო ხელშეკრულების გაფორმებიდან 50 დღეში დასრულდება. აღნიშნული მემორიალი 70-იან წლებში აიგო და მას შემდეგ არასდროს შეკეთებულა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0