კორომების შეწამვლითი სამუშაოების მიმდინარეობის გაცნობა

13/08/2017

ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი თორნიკე გვაზავა ცაგერის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა, სადაც სოფლების ჩქუმისა და ქულბაქის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბზის კორომების შეწამვლითი სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო. სოფლებში გავრცელებულმა მავნებელმა მწერმა ალურამ ბზის კორომების ხმობა გამოიწვია. მონიტორინგის მიზნით, ბზის კორომების ფართობზე 100-მდე ფერომონიანი მწერსაჭერები განთავსდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0