კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სამშენებლო ობიექტების მონიტორინგი გრძელდება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სამშენებლო ობიექტებზე, კორონა ვირუსის პრევენციისთვის აუცილებელი რეკომენდაციების შესრულების მონიტოინგი გრძელდება. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელები, მონიტორინგის მიზნით, ხაშურის შემოვლთი გზის და რიკოთის საუღელტეხილო გზის ჩუმათელეთი-ხევის, ხევი-უბისას და უბისა-შორაპანის მონაკვეთებზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს და ვირუსის პრევენციისთვის აუცილებელი რეკომენდაციების დაცვის პროცესს გაეცნენ. საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ, მთავრობის 181-ე დადგენილების შესაბამისად, წინასწარ მოწმდება და მონიტორინგი უტარდება სამშენებლო ობიექტებს იმის დასადგენად, თუ რამდენად არის ადგილებზე დაცული კორონა ვირუსის პრევენციისთვის აუცილებელი რეკომენდაციები. სამშენებლო ობიექტებზე მონიტორინგი გაგრძელდება და უახლოეს მომავალში ყველა ის კომპანია, რომელიც სრულად გაითვალისწინებს საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებს სამუშაოებს ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს.

Visited 96 times, 1 visit(s) today