კოხნარში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ირაკლი კუჭავამ, გამგებლის პირველ მოადგილე თამაზ ჯინჭარაძესთან და სოფლის ხელმძღვანელთან ერთად, კოხნარში საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა დაათვალიერა. კოხნარის საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა, რომლის პროექტსაც იუსტიციის სამინისტროსა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის თანადაფინანსებით, შ.პ.ს. „მთაწმინდა 2007“ ასრულებს, 2017 წლის იანვრის თვეში დაიწყო და მაისის ბოლოს დასრულდება. საზოგადოებრივ ცენტრში განთავსდება : სოფლის ადმინისტრაციული შენობა, ბიბლიოთეკა, ამბულატორია, საკონფერენციო დარბაზი, მაგთის ოფისი, ლიბერთი ბანკის ფილიალი, სანოტარო ბიურო. ცენტრში მოსახლეობას საშუალება ექნება ისარგებლოს 200-მდე უფასო სერვისით.

Visited 164 times, 1 visit(s) today