„კულინარიულმა ექსპედიციამ” ბოლნისის რამდენიმე საოჯახო მარანი მოინახულა

29/01/2018

“კულინარიული ექსპედიცია” ამჯერად ბოლნისით დაინტერესდა. იმიდის დილის გადამღები ჯგუფი ქეთი კვიჭიძესა და გურამ მეგრელიშვილთან ერთად ბოლნისს ესტუმრა და მუნიციპალიტეტში შემორჩენილი შვაბური კულინარიული რეცეპტები ჩაიწერა.
გადამღებ ჯგუფთან ერთად კომპანია Mosmieri-ის დამფუძნებელი, გერმანელი მეწარმე იორგ მათიესი იმყოფებოდა.
„კულინარიულმა ექსპედიციამ” ბოლნისის რამდენიმე საოჯახო მარანი მოინახულა და ქვევრის ღვინოც დააგემოვნა. სტუმრებს საკუთარ, გერმანულ მარანში ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა უმასპინძლა. ქვევრის ღვინოს დაგემოვნება მათ ძმების მარანშიც გააგრძელეს.
შვაბური ბოლნისის შესახებ ჟურნალისტ ქეთუნა ბუდაღაშვილის სიუჟეტი იმედის დილაში 30 იანვარს გავა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0