კულტურისა და შემოქმედების ცენტრმა დასუფთავების სამსახურს კონცერტი მოუწყო

01/03/2017

კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის ყველაზე შრომისმოყვარე და საქმისადმი კეთილსინდისიერად დამოკიდებულ მეეზოვეებს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ტარიელ თუთარაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარენ დავით მაღრაძემ სიმბოლური საჩუქრები გადასცეს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა თვითმმართველობის სახელით მადლობა გადაუხადეს თითოეულ მათგანს იმ ღვაწლისთვის, რომელსაც ისინი იჩენენ, სუფთა ქალაქისა და გარემოს შესაქმნელად. ღონისძიება კულტურისა და შემოქმედების ცენტრში გაიმართა, სადაც დასუფთავების სერვის ცენტრის თანამშრომლებისთვის საღამო საგანგებოდ კულტურის ცენტრმა დაგეგმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0