კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ბელარუს კოლეგას შეხვდა

15/11/2017

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ბელარუს კოლეგას იური ბონდარს უმასპინძლა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი, საქართველოში ბელარუსის რესპუბლიკის საელჩოს მრჩეველი ოლეგ გოროხოვიჩი და ბელარუსის რესპუბლიკის კულტურის მინისტრის თანაშემწე – პრეს მდივანი ილონა ნემავა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს, ასევე, ერთმანეთს გააცნეს მიმდინარე პროექტები. შეხვედრაზე საუბარი შეეხო, ორ უწყებას შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებასა და, ასევე, ბელარუსის კულტურის დღეებს, რომელიც თბილისში, 16-17 ნოემბერს ჩატარდება. ღონისძიებების ორგანიზატორია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ბელარუსის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროსა და აგრეთვე, საქართველოში ბელარუსის რესპუბლიკის საელჩო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0