კულტურის მინისტრმა პოლონეთის ელჩს უმასპინძლა

31/01/2017

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ საქართველოში პოლონეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მარიუშ მაშკიეევიჩს უმასპინძლა. შეხვედრას კულტურის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი ესწრებოდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. მათ შორის საუბარი შეეხო პოლონელი ხელოვანების ჩართულობას ქართულ კულტურულ პროცესებში.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, 2015 წელს პოლონეთში ქართული კულტურის კვირეული გაიმართა. ერთი კვირის განმავლობაში, ქალაქ გდანსკში ჩასული დამთვალიერებელი ქართული კულტურის თითქმის ყველა დარგს გაეცნო- თეატრი, კინო, ხალხური ცეკვა და მუსიკა, მხატვრობა და ფოტოხელოვნება ქართული კულტურის დღეების ფარგლებში იქნა წარმოდგენილი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0