კულტურის მინისტრმა საქართველოში აზერბაიჯანის ელჩს უმასპინძლა

03/02/2017

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ და მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილმა საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ახლად დანიშნულ ელჩს დურსუნ ჰასანოვს უმასპინძლეს. გაცნობითი ხასიათის შეხვედრისას მხარეებმა, ქვეყნებს შორის, კულტურის სფეროს მიმართულებით, სამომავლო თანამშრომლობის გეგმების შესახებ ისაუბრეს.
ელჩმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და აზერბაიჯანის მრავალწლიან მეგობრობას და აღნიშნა, რომ სტრატეგიული პარტნიორობის გასაღრმავებლად, კულტურა ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0