კულტურის ცენტრის რეაბილიტაცია გრძელდება

15/07/2016

ხელვაჩაურის კულტურის ცენტრის შენობის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. უკვე დამონტაჟდა ახალი სახურავი. პროექტის თანახმად, შპს “ ნიკამ“ სამუშაოები 2 სართულიან შენობას სახურავი, კარ-ფანჯრები და იატაკი უნდა გამოუცვალოს. სარემონტო სამუშაოებზე 837 555 ლარი დაიხარჯება. კულტურის ცენტრის ახალი დარბაზი 450 მაყურებელს დაიტევს და სცენა ხის ნაცვლად ლითონის კონსტრუქციის იქნება. კულტურის სახლი ნაწილობრივ მინით შეიფუთება და მცირე ზომის შესასვლელი დაემატება.
რეაბილიტირებულ კულტურის ცენტრში ერთ სივრცეში იფუნქციონირებს კულტურის ცენტრთან არსებული შემოქმედებითი კოლექტივები: ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები, სახალხო თოჯინების თეატრი, საბიბლიოთეკო განყოფილება, მოსწავლე – ახალგაზრდობის განყოფილება, სამუზეუმო განყოფილება და ადმინისტრაცია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0