კულტურის ცენტრში შესრულებულ სამუშაოებს გამგებელი გაეცნო

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ხელვაჩაურის კულტურის ცენტრის რეაბილიტირებულ შენობაში შესრულებულ სამუშაოებს დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნადიმ ვარშანიძემ მოადგილესთან ზვიად ხალვაშთან და გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან თამაზ მურადიშვილთან ერთად გაეცნო. ამჟამად მიმდიანრეობს სცენის მოწყობის სამუშაოები. დარბაზში უკვე დამონტაჟდა სკამები. კულტურის ცენტრის ახალი დარბაზი 450 მაყურებელზეა გათვლილი და სცენა ხის ნაცვლად ლითონის კონსტრუქციის იქნება. შენობა ნაწილობრივ მინით არის შეფუთული. პროექტის თანახმად, სარემონტო სამუშაოებზე 837 555 ლარი დაიხარჯება. სამუშაობეს შპს „ნიკა“ აწარმოებს. შენობა ადაპტირებულია შშმ პირებისთვის.

Visited 140 times, 1 visit(s) today