კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო გამოკითხვას ატარებს

25/08/2017

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მისი ახალი საზოგადოებრივი პროექტის “ემეგობრე მემკვიდრეობას” ეგიდით, სოციალურ ქსელში შერჩევითი გზით იწყებს ისტორიული მნიშვნელობის ძეგლებიდან 6 პრიორიტეტული ძეგლის გამოვლენის პროცესს. 15 ალტერნატიული ვარიანტიდან საზოგადოების წარმომადგენლების მიერ ხმის ერთჯერადად მიცემის შედეგად შეირჩევა ის 4 საკულტო -საფორტიფიკაციო და 2 არქეოლოგიური ძეგლი( ერთი ხმა საკულტო-საფორტიპიკაციო ძეგლს,ერთი ხმა არქეოლოგიურ ძეგლს), რომელთაც გადაუდებელი სარეაბილიტაციო-საკონსერვაციო და კვლევითი სამუშაოების ჩატარება ესაჭიროებათ. გამოკითხვით შერჩეული ისტორიული ძეგლები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის პროგრამულ ნუსხაში მოხვდება. მათზე სარეაბილიტაციო და არქეოლოგიური კვლევის სამუშაოები კი კლუბის – „ემეგობრე მემკვიდრეობას“ საწევრო გადასახადებით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საბიუჯეტო და კერძო საქველმოქმედო ფონდებიდან მოზიდულ სახსრებთან ერთად, თანადაფინანსების წესით განხორციელდება. ხმის მიცემა შესაძლებელია პირველ სექტემბრამდე

Tweet about this on TwitterShare on Facebook0