კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო დადიანების ტყე-პარკის რეაბილიტაციის პროექტს უახლოეს პერიოდში წარმოადგენს

21/12/2017

ოპოზიციონერმა დეპუტატი აკაკი ბობოხიძემ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი კვირიკაშვილს დადიანების ტყე-პარკის და მიმდებარე ტერიტორიის აღდგენაზე მუშაობის დაწყების თხოვნით მიმართა. როგორც ბობოხიძემ პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე განაცხადა, ამის გაკეთება მნიშვნელოვანია, როგორც ისტორიული, ასევე ტურისტული თვალსაზრისით.
კომენტარი ამ საკითხთან მიმართებაში მიხეილ გიორგაძემ გააკეთა. მისი ინფორმაციით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო დადიანების ტყე-პარკის რეაბილიტაციის პროექტს უახლოეს პერიოდში წარმოადგენს. ამის შესახებ მან პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„2006 წლიდან უკვე აქვს ძეგლის სტატუსი ტყე-პარკს. კუტლურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ არის მინიჭებული ეს სტატუსი. ჩვენი შეხვედრის შემდეგ სააგენტოს დაკვეთით გაკეთდა სარეაბილიტაციო პროექტი, თუმცა ეს უფრო კონცეფციაა და არა დეტალური პროექტი. შესაბამისად, კონკრეტულ ხარჯთაღირცვამდე საქმე არ მისულა. სააგენტო არ არის ბოლომდე კმაყოფილი მიღებული პროდუქტით და ამ პროექტის დახვეწა მიმდინარეობს და დაპირებისამებრ, სააგენტო გვპირდება, რომ უახლოეს პერიოდში მზად იქნებიან უფრო დეტალური, ბოლომდე გაწერილი პროექტი წარმოადგინოს და ამის საჯარო განხილვა მოხდეს“, – განაცხადა გიორგაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0