ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა

26/12/2017

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა. შეხვედრას ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი ჯონდო მდივნიშვილი, ლაგოდეხი-ყვარელის მაჟორიტარი დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე კახა ჯამბურია, მერიის სამსახურების, არასამთავრობო სექტორისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მუნიციპალიტეტის მომავალი წლის ბიუჯეტის პარამეტრები საზოგადოებას მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა გიორგი მანგოშვილმა გააცნო. მისი თქმით, მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტი 8 884 400 მილიონი ლარით განისაზღვრა და პრიორიტეტად კვლავ სოციალური, ჯანდაცვისა და ინფრასტრუქტურული პროექტები რჩება.
არასამთავრობო ორგანიზაცია „care“-ს წარმომადგენელის ჯუბა მარუაშვილის თქმით, მომავალი წლის ადგილობრივი ბიუჯეტი სრულად ასახავს მოსახლეობის ინტერესებს, მისივე განმარტებით, თვითმმართველობას უკვე წარედგინა „ლაგი“-ს მიერ შემუშავებული პრიორიტეტების დოკუმენტი, რომელიც თითქმის იდენტურია მუნიციპალიტეტის შესაბამის დოკუმენტთან.
2018 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების თაობაზე წარმომადგენლობითი ორგანო 28 დეკემბერს იმსჯელებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0