ლაგოდეხსა და სარფში მებაჟეებმა ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები გამოავლინეს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საბაჟო გამშვები პუნქტის „ლაგოდეხი“ კონტროლის ზონაში მებაჟე ოფიცრებმა აზერბაიჯანიდან შემომავალი მგზავრის ჰ.ე-ს ბარგში ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები (TRAMADOL RETARD) აღმოაჩინეს. კანონის დარღვევის კიდევ ერთი ფაქტი 7 ივნისს საბაჟო გამშვები პუნქტის „სარფი“ საკონტროლო ზონაშიც დაფიქსირდა. კერძოდ, ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი პრეპარატები (APRANAX PLUS) საქართველოს ტერიტორიაზე თურქეთის მოქალაქეს, ა.გ-ს შემოჰქონდა.
საქმეთა მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამისად შსს ლაგოდეხის რაიონულ სამართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონულ სამმართველოს გადაეცათ.

Visited 120 times, 1 visit(s) today