ლაგოდეხში დაზიანებული გზების რეაბილიტაცია იწყება

15/08/2017

ლაგოდეხში დაზიანებული გზების რეაბილიტაცია იწყება. სასმელი წყლის პროექტის სამუშაოების შედეგად დაზიანებულ ასფალტის საფარს კომპანია „ინსი“ აღადგენს. დაზიანებული გზის საფარი დღეს კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა და მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს. სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლების თქმით, დაზიანებული გზების საფარის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარე კვირას დაიწყება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0