ლაგოდეხში მდელოს ფარვანას საწინააღმდეგო წამლობა ჩატარდა

11/09/2020

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების – ნინიგორის, ბაისუბნის, შრომას, ფონას, კართუბანის, აფენის, ცოდნისკარისა და მაწიმის, სოფლებში მდელოს ფარვანას საწინააღმდეგო წამლობა ჩაატარა. სპეციალიზებული ტექნიკის საშუალებით 1200 ჰექტარი ფართობი უკვე დამუშავდა. მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები, მდელოს ფარვანას დასაშვებზე მეტი რაოდენობით დაფიქსირებისთანავე, მყისიერად დაიწყო და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მწერის რიცხოვნობის შესაბამისად გაგრძელდება. „მდელოს ფარვანა“ პოლიფაგი მწერია, რომელიც სხვადასხვა სახის მცენარესა და სასოფლო-სამეურნეო კულტურას აზიანებს, განსაკუთრებულ ზიანს ერთწლიან მარცვლოვან კულტურებს აყენებს. მავნებელი საქართველოს ტერიტორიაზე მრავალი წელია გავრცელებულია, თუმცა, პერიოდულად რიცხოვნობის მკვეთრი ზრდა ახასიათებს, რა დროსაც სურსათის ეროვნული სააგენტო მწერის საწინააღმდეგო ღონისძიებებს ატარებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0