ლაგოდეხში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალი შენობა გაიხსნა

03/10/2020

ლაგოდეხში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალი შენობა გაიხსნა. დღეიდან ლაგოდეხის სასწრაფო დახმარების მედპერსონალი მუშაობას ახალ გარემოში გააგრძელებს. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ცენტრი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სპეციფიკის გათვალისწინებითაა დაპროექტებული და ადგილზე პერსონალისთვის სამუშაო და მოსასვენებელი ყველა პირობაა შექმნილი. შენობა აღჭურვილია საყოფაცხოვრებო და კომპიუტერული ინვენტარით. სამედიცინო სახარჯი მასალის შენახვისთვის, სპეციალური ოთახია გამოყოფილი, გარე პერიმეტრი კი, სასწრაფოს ავტოპარკის განსათავსებლადაა მოწყობილი. ამ დრომდე, ლაგოდეხის სასწრაფო დახმარების პერსონალი ძველ შენობაში იყო განთავსებული, სადაც მათთვის შესაბამისი პირობები არ არსებობდა. ადმინისტრაციული ცენტრი საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა ავთანდილ თალაკვაძემ კახეთის
მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელ ირაკლი შიოშვილთან და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერ ჯონდო მდივნიშვილთან ერთად მოინახულა. კახეთის რეგიონში, კერძოდ, გურჯაანში, ყვარელში და დედოფლისწყაროში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 3 ახალი ადმინისტრაციული შენობა უკვე გაიხსნა. ლაგოდეხის სასწრაფო სამედიცინო დახმარების შენობა, რიგით მეოთხეა კახეთისთვის. პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ადგილობრივ თვითთმართველობის ორგანოებთან ერთად ახორციელებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0