ლაგოდეხში 2017 წელს წარჩინებული მოსწავლეების დააჯილდოება გაიმართა

12/04/2019

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს მიერ, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ოთხი საჯარო სკოლა სრულად რეაბილიტირდა. განახლდა და თანამედროვე სტანდარტებით აღიჭურვა ლაგოდეხის პირველი და სოფლების – განჯალის, ვარდისუბნისა და აფენის პირველი საჯარო სკოლები. შესრულებული სამუშაოები, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ – მარიამ ჯაშმა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ – ნათია ზედგინიძემ, ლაგოდეხისა და ყვარლის მაჟორიტარმა პარლამენტის წევრმა – გურამ მაჭარაშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოინახულეს. ამავე დღეს, 2017 წელს სკოლის წარჩინებულად დამთავრებისთვის ლაგოდეხელ ახალგაზრდებს ოქროსა და ვერცხლის მედლები გადაეცათ. ღონისძიება კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ჩართულობით გაიმართა, რომელსაც კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე – ირაკლი შიოშვილი დაესწრო. საზეიმო ღონისძიება, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ლაგოდეხის ნაკრძალში ღია ცის ქვეშ გაიმართა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0