ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე საყრდენი კედლის მშენებლობა დასრულდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურმა ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე საყრდენი კედლის მშენებლობა დაასრულა.

კედლის მშენებლობის აუცილებლობა 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად ფერდის ჩამოშლამ განაპირობა.
საყრდენი კედელი 50 მეტრის სიგრძის და 5 მეტრი სიმაღლის საინჟინრო ნაგებობაა, რომელიც კლდის ფერდის განმეორებით ჩამოშლის შემთხვევაში დაიცავს მიმდებარე ტერიტორიას.

Visited 446 times, 1 visit(s) today