ლადო ჭანტურიას სახით, საქართველოს ძალიან ღირსეული წარმომადგენელი ეყოლება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში

11/10/2017

სტრასბურგში ვიზიტით მყოფი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ შთამბეჭდავი ხმის უმრავლესობით აირჩია ლადო ჭანტურია ევროპული სასამართლოს მოსამართლედ.
„ლადო ჭანტურიას სახით, საქართველოს ძალიან ღირსეული წარმომადგენელი ეყოლება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. საპარლამენტო ასამბლეამ, მართლაც შთამბეჭდავი ხმის უმრავლესობით აირჩია ის სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლედ“, – აღნიშნა ეკა ბესელიამ, რომელიც საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის შემადგენლობაში მონაწილეობას იღებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიის მუშაობაში.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, რომელიც იმავდროულად სტრასბურგის მოსამართლეთა არჩევის კომიტეტის ძირითადი წევრია, 29 სექტემბერს მონაწილეობა მიიღო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოსამართლეთა არჩევის კომიტეტის სხდომაში, სადაც საქართველოდან წარდგენილი კანდიდატების მოსმენა გაიმართა. გუშინ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოდან ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლედ ლადო ჭანტურია აირჩია. მის კანდიდატურას საპარლამენტო ასამბლეის 120-მა წევრმა დაუჭირა მხარი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0