ლადო ჯურხაძემ პირველი გაფართოებული თათბირი ჩაატარა

16/11/2017

ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ პირველი გაფართოებული თათბირი ჩაატარა და მუნიციპალიტეტში მიმდინარე საკითხები გამოიკითხა. მიმოიხილეს ახალ ბიუჯეტზე მუშაობისა და სოფლების გაზიფიცირების თემა , ფარაოსანას საწინააღმდეგო ქიმიკატების დარიგების პროცესი, სათბობი შეშის მოპოვებასთან დაკავშირებული საკითხები, მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, კულტურული , სპორტული ღონისძიებები , ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული პრობლემები.
გაფართოებულ თათბირს სამსახურებისა და აიპების ხელმძღვანელები და ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
“ამ ეტაპზე უმნიშვნელოვანესია მუნიციპალიტეტის ბიუჯეტზე მუშაობის პროცესი და თქვენს მიერ სწორად წარმოდგენილი და დასაბუთებული სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია. ეს დოკუმენტი დიდწილად განსაზღვრავს ჩვენი მუშაობის ხარისხს . გარდა ამისა, ყველა პრობლემას , მიმდინარე საკითხს დეტალურად გაეცანით, სიღრმისეულად შეისწავლეთ და მოქალაქეებს მაქსიმალურად გვერდით დაუდექით” – განაცხადა ლადო ჯურხაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0