ლანდშაფტისა და მიწის რესურსების მდგრადი მართვის დანერგვის თემაზე შეხვედრა გაიმართა

23/06/2017

ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ახალგაზრდულ კლუბში ლანდშაფტისა და მიწის რესურსების მდგრადი მართვის დანერგვის თემაზე შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას პროფესორი და ნიადაგმცოდნე ბესო კალანდაძე უძღვებოდა. მან დეტალურად ისაუბრა პროექტის შესახებ, რომელიც ითავლისწინებს ლანდშაფტისა და მიწის რესურსების მდგრადი მართვის დანერგვას სასოფლო ტერიტორიებზე, მიწის დეგერადაციისა და სიღარიბის შემცირების მიზნით. პროექტი ინიცირებულია საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ და აფინანსებს გლობალური გარემოსდაცვითი ფონდი.
შეხვედრას ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე დავით ფოცხვერიშვილი, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ახმეტის რეგიონული ორგანიზაციის თანამშრომლები და ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0