ლანჩხუთის მერი შშმ პირებს შეხვდა

04/12/2017

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს შეხვდა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „პროგრესის ვექტორის“ ხელმძღვანელმა მარი ნუცუბიძემ მერს სამომავლო გეგმები გააცნო.
მშობლების სახელით ინეზა კვაჭაძემ ალექსანდრე სარიშვილს მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ მისი ყურადღება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პატარებს მომავალშიც არ მოაკლდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0