ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში უფასო სამედიცინო კვლევები ტარდება

22/06/2016

ეროვნული სკრინინგ ცენტრი ლანჩხუთში ახორციელებს უფასო სამედიცინო კვლევებს.

სკრინინგის რეგიონული ორგანიზაციის ლიდერის მზია კვირკველიას თქმით, გასინჯვები კიდევ სამ დღეს გაგრძელდება და საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა ერთი დღეც დაემატოს.

ლანჩხუთში უფასო გამოკვლევები ტარდება მამოლოგიაში, გინეკოლოგიაში და მამაკაცებს უტარდებათ პროსტატის გამოკვლევა.

კვლევებს ატარებენ კვალიფიციური ექიმები: ლალი ბურჯანაძე, ნინო წკრიალაშვილი და ნინო აივაზაშვილი.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა ექიმებს ბინით უზურუნველყოფს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0