ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს “ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკი” ეწვევა

18/08/2016

22 აგვისტოსს, ლანჩხუთის რეგიონულ სამედიცინო ცენტრში ათი საათიდან ჩამოდის “ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკი”.
სტატისტიკური მონაცემების თანახმად, საქართველოში 18 წლის ზემოთ მოსახლეობაში უამრავი დაავადება ფიქსირდება, რომლის დროსაც საჭირო ხდება სისხლის გადასხმა, მათ შორის ავტოავრიები, მშობიარეები, კარდიოქირურგია და სხვ.
ამ ადამიანებს ყოველდღიურად ესაჭიროებათ ახალი სისხლისგან დამზადებული კომპონენტები. ლანჩხუთელ დონორობის მსურველებს ჩაუტარდებათ უფასო გამოკვლევები: სისხლის ჯგუფის განსაზღვრა დონაციის შემდგომ, რეზუს კუთვნილების, რეზუს ფენეტოპის, კელ ფაქტორის, ჰემოგლობინის შემადგენლობის განსაზღვრა, პირველად დონორებს უტარდებათ სისხლის საერთო ანალიზი, ათაშანგის, სეროლოგიური გამოკვლევები, ჰეპატიტ B ვირუსის მარკერებზე გამოკვლევა, ჰეპატიტ C ვირუსებისადმი, ანტისხეულებზე გამოკვლევა, ადამიანის იმუნო დეფიციტის ვირუსისადმი და ანტისხეულებზე გამოკვლევა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0