ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ძლიერი ქარის შედეგად საცხოვრებელი სახლების სახურავები დაზიანდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ძლიერი ქარის შედეგად საცხოვრებელი სახლების სახურავები დაზიანდა. წაქცეულია 50-მდე ხე.
დაზიანებულია ელექტროგადამცემი ბოძები და ბუნებრივი გაზის მილები. ლანჩხუთის მერი ალექსანდრე სარიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე დილიდან შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან.

“უკვე მეორე დღეა ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში. მიყენებულ ზარალს მერიაში შექმნილი შესაბამისი კომისია ითვლის. მერიის ყველა სამსახური საგანგებო რეჟიმზეა გადასული. მოვუწოდებ მოსახლეობას, გარდა აუცილებელი შემთხვევისა, თავი შეიკავონ ქუჩაში გადაადგილებისაგან”- აღნიშნა ალექსანდრე სარიშვილმა.

Visited 45 times, 1 visit(s) today