ლანჩხუთში ასფალტის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს

04/09/2017

დილიდან მიმდინარეობს სამუშაოები ქალაქში სტალინის ქუჩაზე. ამ წუთებში უკვე დაწყებულია ასფალტის საფარის მოწყობა. სამუშაოებისათვის 128264 ლარია გამოყოფილი. სამუშაოებს შპს „გზა და კეთილმოწყობა“ აწარმოებს. როგორც ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, აღნიშნულ ქუჩაზე წლების განმავლობაში საკმაოდ მძიმე სიტუაცია იყო. წვიმიან ამინდში გადაადგილება, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0