ლანჩხუთში გარე ფასადების, ცენტრალური მოედნისა და სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

22/07/2022

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, “განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, ლანჩხუთში გარე ფასადების, ცენტრალური მოედნისა და სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ქალაქში მიმდინარე სამუშაოები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილესთან, მზია გიორგობიანთან ერთად დაათვალიერა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0