ლანჩხუთში დიალიზის სერვისი ამოქმედდა

14/12/2022

ლანჩხუთში დიალიზის სერვისი ამოქმედდა. ჰემოდიალიზზე დამოკიდებულ პირებს რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის სამედიცინო დაწესებულება მიიღებს. კლინიკა, სათანადო სამედიცინო აპარატურით, „საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგისა“ და რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის ორგანიზებით აღიჭურვა. დიალიზის კაბინეტი ყოველდღიურად იმუშავებს და რეგიონში მცხოვრებ 15 ბენეფიციარს მოემსახურება. შესაბამისი გადამზადება გაიარა სამედიცინო პერსონალმა, კაბინეტის მუშაობაში ჩართულები არიან მოწვეული სპეციალისტები. ჰემოდიალიზზე დამოკიდებულ პაციენტებს აქამდე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისის მისაღებად სხვადასხვა რეგიონში უწევდათ ჩასვლა. ამიერიდან, ყველა მათგანს, ადგილობრივი სახელმწიფო კლინიკა გაუწევს მომსახურებას.
დიალიზის ახალგახსნილი კაბინეტი „საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის“, რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლებმა, გურიის მხარის რწმუნებულის მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილმა, ლანჩხუთის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძემ დაათვალიერეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0